მერჩენდაიზერი
- ანაზღაურება
- ≈ 1 320 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას · სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას · მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.14
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი, დასვენება 1 დღე;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით (ჯამში 1320 ლარი);
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 2
სამუშაო არეალი - 1. ერთი მერჩენდაიზერის - ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი, კარფური; 2. მეორე მერჩენდაიზერის - ქ. თბილისი, გლდანი - (კარფური, ნიკორა, ფუდმარტი, ფრესკო, მაგნიტი, უნივერსამი) TOP-10 ობიექტები.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

