მერჩენდაიზერი - ბათუმი
გამოქვეყნდა 10 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება) · 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
სრული აღწერა
შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე).
კომპანიის შესახებ: „დიპლომატ ჰოლდინგი“ 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:
diplomatholding.com.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და
მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო ადგილები: „კარფურის“ (Carrefour) ფილიალები ბათუმში;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება);
- სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: batumi@holding.com.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „მერჩენდაიზერი ბათუმი“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- ლოჯისტიკა, საწყობი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

