მერჩენდაიზერი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი (მოძრავი)
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:00სთ-18:00სთ
- ბენეფიტები
- სამგზავრო ულიმიტო ბარათს · ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass-ის შეთავაზებას
სრული აღწერა
21-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას 3 თვიანი პროექტის ჭრილში მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (მოძრავი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00სთ-18:00სთ.
ანაზღაურება: 1200 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სამგზავრო ულიმიტო ბარათს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass-ის შეთავაზებას
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება ( განახლება )
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
- FIFO -ს სტანდარტების დაცვა
- ყოველდღიური ფოტო - რეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფუდსერვისი" ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. "ფუდსერვისი" უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას 3 თვიანი პროექტის ჭრილში მერჩენდაიზერის პოზიციაზე
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი განაცხადის შევსება
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

