მერჩენდაიზერი
- ანაზღაურება
- 1 230 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე - რძის, სნექისა და წვენის კატეგორიაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება;
- თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით;
- კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა;
- სარეკლამო სტენდების, პალეტების და სხვა აღჭუღვილობის სავაჭრო წარმომადგენელთან მიღწეული შეთანხმებების და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად განლაგება;
- პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა;
- პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება.
კანდიდატის პროფილი:
- სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ძლიერი მოტივაცია;
- დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
- ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.
რას გთავაზობთ:
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
- კონკურენტული ანაზღაურება - 1230 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 30 ნოემბრამდე და ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ლოკაცია - თბილისი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
