მერჩენდაიზერი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 900+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 სთ
სრული აღწერა
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 სთ
- ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
კომპანიის შესახებ:
"მარგიო" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში კომპანიის პროდუქციის განთავსება და თაროებზე მოწესრიგება;
- ფასმაჩვენებლებისა და პროდუქციის განლაგების სისწორის შემოწმება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მინ. 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- საკუთარი ავტომობილი (ყველა ხარჯი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ)
გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ მენეჯმენტს;
- საწვავისა და ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: margiotrade@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 88 02 35 / 551 22 55 88
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

