მერჩენდაიზერი
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ახალი ობიექტების გახსნის პროცესში მონაწილეობა;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით;
- სავაჭრო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის ვადის კონტროლი;
- დახლებზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასმაჩვენებლის კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მუდმივი ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობის მიმღების ან ვაიზერის/სტოკერის პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Nikora Trade" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მერჩენდაიზერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

