მერჩენდაიზერი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, ხუთი სამუშაო დღე, 09:00-18:00
სრული აღწერა
Funky Brands არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო აღწერილობა:
- სავაჭრო ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციაზე სარეკლამო მასალების, ფასებისა და ფას-მაჩვენებლების განთავსება;
- პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
- საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების შეთანხმება;
- ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო;
- მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მნიშვნელოვანია პროდუქტის პრეზენტირების უნარი და დეტალებისადმი ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ხუთი სამუშაო დღე, 09:00-18:00,
სოც. ქსელები:
Franui Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Franui FB: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Franui TikTok: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Brite Instagram:
Brite FB: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Brite TikTok: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Le Tribute Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Funky website: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რატომ "ფანკი ბრენდს"?
- იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
- შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
- შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
