მერჩენ პლუსი
- ქალაქი
- თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
სრული აღწერა
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიებს მერჩენ პლუსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
- თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
- თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
- ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
- ქსელში მარაგის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ქონა;
პირობები და ბენეფიტები:
- ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1100 ლარი + ბონუსი 500 ლარამდე.
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორაციული ნომერი;
- ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: G.chumburidze@orbita.ge და A.khachapuridze@orbita.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მერჩენ პლუსი თბილისში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: გურამ ჭუმბურიძე (ტელ: 599911451)
საკონტაქტო პირი: ანნა ხაჭაპურიძე (ტელ: 598086977)
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
