Mep სისტემების ინჟინერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას Mep სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანია ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/
ანაზღაურება: 5000-დან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- MEP სისტემების (HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტროობა) სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
- შესრულებული სამუშაოების საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- სამშენებლო მოედანზე წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- სამუშაოების შესრულების ხარისხის, ვადებისა და დადგენილი ტექნიკური სტანდარტების კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და ცვლილებების დაფიქსირება და შესაბამის პირებთან კოორდინაცია;
- სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალებისა და ტექნიკური რესურსების მოთხოვნის განსაზღვრა და მიწოდების პროცესში ჩართულობა;
- სხვა საინჟინრო მიმართულებებთან სამუშაოების კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება და დადასტურება;
- პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- დამონტაჟებული საინჟინრო სისტემების ტესტირების, გაშვებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობა;
- სამუშაოების დასრულების შემდგომ As-Built ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით;
- პროგრამების ცოდნა: AutoCAD word, excel
- ინგლისური ენის B2-დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება;
- თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური ისე საოჯახო);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება: "Mep სისტემების ინჟინერი"
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
