კომპანია
ადმინისტრაციაMEP ინჟინრის ასისტენტი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
სრული აღწერა
სტუდენტებისთვის და ახალკურსდამთავრებულებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ სტუდენტს ან ახალკურსდამთავრებულს, რომელსაც სურს MEP ინჟინერიის (ელექტრო, HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია) მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება. მუშაობა მოგიწევთ გამოცდილ ინჟინერ-ენერგეტიკოსთან ერთად, რეალურ საინჟინრო პროექტებსა და სამუშაო ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრებში, კომერციულ და საცხოვრებელ შენობებში.
რას ისწავლით და გააკეთებთ:
- საინჟინრო ნახაზების მომზადებას AutoCAD-ში - ელექტრო სქემები, გეგმები, ცვლილებები;
- სპეციფიკაციების, მასალების უწყისებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენას;
- საინჟინრო გაანგარიშებებს - კაბელის კვეთა, დატვირთვები, ავტომატური ამომრთველებისა და მილების შერჩევას;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას - აქტები, ოქმები, გაზომვების შედეგები;
- მომწოდებლების შეთავაზებების შედარებასა და კონტრაქტორებთან კომუნიკაციას;
- ობიექტებზე სამუშაოების კონტროლსა და ტექნიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობას.
მოთხოვნები:
- ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა, მშენებლობა…);
- AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ან მისი სწრაფად ათვისების მზადყოფნა;
- Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა;
- ობიექტებზე გასვლის მზადყოფნა;
- ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გთავაზობთ:
- პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ ინჟინერთან ერთად;
- სწავლასთან შეთავსებულ სამუშაო გრაფიკს;
- წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;
- სამუშაო ადგილს თბილისში - ოფისსა და ობიექტებზე
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
გამოგვიგზავნეთ CV (თუ გაქვთ, სასწავლო ნამუშევრებიც) მისამართზე n.kokaia@pe.ge სათაურში მიუთითეთ "MEP ინჟინრის ასისტენტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
