მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი.
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას: საფინანსო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის, შესყიდვებისა და კანცელარიის განყოფილებების მუშაობას;
- ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
- მონაწილეობს სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს მუშაობაში;
- გენერალურ დირექტორთან, გენერალური დირექტორის მოადგილესთან და ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტის პროექტსა და შესყიდვების გეგმას;
- უზრუნველყოფს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა სამივლინებო თანხების გაანგარიშებას და ხარჯვის კონტროლს;
- ახორციელებს საფინანსო დოკუმენტაციის კონტროლს;
- უზრუნველყოფს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წარმოებას;
- ახორციელებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების ვიზირებას ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით;
- ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის, მისი მოადგილისა და ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
- ასრულებს გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილის, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის სხვა დავალებებს.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირება/მათემატიკა
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
ვ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ”;
თ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
ი) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 032 297 16 04; 593 44 44 62
საკონტაქტო პირი:
ნონა სილაგაძე - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- ეკონომიკის/საფინანსო/საბიუჯეტო/შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატს "სახელმწიფო შესყიდვების კურსი".
კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- კომპლექსური აზროვნების უნარი
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი
- ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი
- გუნდის განვითარების უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი" - არსებობის შემთხვევაში.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა ატვირთოს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, ასევე უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოჩაწერა;
5.განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
- კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე - www.nplg.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
