მეორე კატეგორიის უფროსი სპევიალისტი ორგანიზაციული განვითარების სფეროში
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- დუშეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მეორე კატეგორიის უფროსი სპევიალისტი ორგანიზაციული განვითარების სფეროში
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დუშეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- მონაწილეობს წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მიღებაში მერიის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებით;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მერიაში არსებული საკადრო პოტენციალის ანალიზის საკითხების მიღებაში, ადამიანური რესურსების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
- წინადადებების მომზადებას მერიის საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციის თაობაზე;
- მონაწილეობს წინადადებების მიღებაში მერიის მოსამსახურეთა სამუშაოს დაგეგმვის, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების და ანგარიშგების ფორმების დადგენის თაობაზე;
- მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ;
- მონაწილეობს წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაში;
- ასევე მონაწილეობს წინადადებების მუნიციპალურ მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხებზე;
- თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი -„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დადგენილება №11, 31.07.2026წ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. დუშეთი, რუსთაველის 27
საკონტაქტო ტელეფონები:
557974791
საკონტაქტო პირი:
მარიამ ველთაური
დამატებითი მოთხოვნები:
1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება - ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ან/და საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.
ანალიტიკური აზროვნება;
საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინფორმაციების შეგროვების და ანალიზის უნარი, დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
