მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი)
- ანაზღაურება
- 1 760 ₾
- ქალაქი
- ხაშური
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია:
განათლება
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1760 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხაშური
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება, მხარდაჭერა, კონსულტირება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა.
- რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერწებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიწოდება;
- განათლების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულების ზედამხედველობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობა;
- მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში მონაწილეობა.
- რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება.
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.
- რესურსცენტრის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
პედაგოგი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ვ) „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება;
ზ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეცერების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანება;
თ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193 ბრძანება.
ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება.
კ) „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება.
ლ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება.
მ) ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების’’ შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება.
ნ) „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება.
ო) „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 იანვრის N174 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ხაშური, ტაბიძის ქ.N2
საკონტაქტო ტელეფონები:
577973397/577973344
საკონტაქტო პირი:
ზვიად გოგუაძე/მანანა აბაზაძე
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: ზოგადი განათლების სფეროში არანაკლებ 2 წელი.
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
- სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- მინიმუმ 1 რეკომენდატორის მითითება (რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა);
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- სამუშაო გამოცდილების ველში, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.
- კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრების საფუძველზე, ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
