მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- გორი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
გორის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ქონების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
02.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გორი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვების მომზადებას;
- მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გაცემას და მასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- დავალების შესრულების პროცესში, ახდენს ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით.
- ელექტრონული ბაზების შექმნა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა;
- სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
6.კონსულტაციები, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებთან;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ;
- საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
- საქართველოს კანონი "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" ;
- ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
- „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გორი, გრ.ფერაძის N 5
საკონტაქტო ტელეფონები:
598910184
საკონტაქტო პირი:
დოდო გაბუნია
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს მოეთხოვება ქონების მართვის სფეროში არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზებოის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი ;
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით;
- „განათლება" ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების ველში უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან);
- „სამოტივაციო წერილი" ბლოკში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
- „რეკომენდატორები" ბლოკში კანდიდატმა უნდა მიუთითოს ერთი რეკომენდატორი;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
- დოკუმენტი ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე vacancy.hr.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლეოსობით კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
