მენეჯერის ასისტენტი
- მისამართი
- თბილისი, ზ. ფალიაშვილის N72
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 20 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.
დღეს, ˮპეპელაˮ 25 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
პოზიცია: მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. ფალიაშვილის N72.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
