მენეჯერის ასისტენტი
- მისამართი
- თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, "New Trend” - ის ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს მაღაზიის მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
ფასდაკლება მაღაზიებში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში მენეჯერისა და გუნდის მხარდაჭერა;
- გაყიდვების პროცესის მონიტორინგში, ორგანიზებასა და ადმინისტრაციულ საქმეებში აქტიური ჩართულობა;
- პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების აღრიცხვაში დახმარება;
- სალარო ოპერაციებში, გაყიდვების ანგარიშების მომზადებასა და სისტემაში მონაცემების სწორად დაფიქსირებაში მხარდაჭერა;
- მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების შენარჩუნებაში ჩართულობა;
- საოფისე და საორგანიზაციო დოკუმენტაციის წარმოება, შიდა კომუნიკაციაში მონაწილეობის მიღება;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში დახმარება და გუნდის ერთიანი სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში აქტიური მონაწილეობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
- უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით);
- მოდის, საცალო გაყიდვების ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და POS სისტემების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონე);
- გამართული კომუნიკაციის უნარი და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მენეჯერის ასისტენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

