მენეჯერი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ქალაქი
- ყაზბეგი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
Green Sheep Hotel - ბუტიკ-სასტუმრო ყაზბეგში - ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობას და იზრუნებს მის განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
- OTA პლატფორმების (Booking.com, Expedia და სხვ.) მართვა;
- შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარება;
- ჯავშნების მართვა და სტუმრებთან კომუნიკაცია;
- თანამშრომლების კოორდინაცია და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- OTA პლატფორმების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო ფორმატი: ადგილზე, სასტუმროში;
- დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV:
greensheepkazbegi@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
