ქონექთი
ადმინისტრაციამენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾ / თვე
- მისამართი
- ზუგდიდი, სოხუმის ქ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
ძირითადი მოვალეობები:
- ბენზინგასამართი სადგურის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ცვლებისა და სამუშაო განრიგის დაგეგმვა და ასახვა კომპანიის შიდა პროგრამაში;
- ფინანსური ოპერაციების, სალაროსა და ტერმინალების მუშაობის კონტროლი;
- ნავთობპროდუქტების მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
- სამუშაო დისციპლინისა და თანამშრომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
- ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური მოწყობილობების მდგომარეობის მონიტორინგი;
- გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესრულების კონტროლი;
- საგანგებო და პრობლემურ სიტუაციებზე დროული რეაგირება;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
- მნიშვნელოვანია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია, საცალო გაყიდვების ან ნავთობპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია, MS Office-ის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის და დელეგირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
წარმატებებს გისურვებთ!
პროფესია: ოფისში საქმისმწარმოებელი
სამუშაო ადგილი: სოხუმის ქ
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 1200 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (მშობლიური)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ანალიზი, ტოლერანტულობა, კეთილსინდისიერება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
