Duty Free Pointsმენეჯერი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- ქალაქი
- ყაზბეგი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ს, ჩანაცვლების, დასვენების და არყოფნის მართვა დამტკიცებული სამუშაო დროის წესის ფარგლებში · ს დაფარვა, დასწრება, თანამშრომელთა შენარჩუნება და სწავლების დასრულება
სრული აღწერა
Duty Free Points აცხადებს ვაკანსიას ყაზბეგის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
საჭირო რაოდენობა 1 ახალი თანამშრომელი; მოქმედი მენეჯერული სტრუქტურის ფარგლებში
ანგარიშვალდებულება DFP-ის დირექტორი; სამომავლოდ შესაძლებელია რეგიონული მენეჯერი
უშუალო გუნდი კონსულტანტ-მოლარეები, საწყობის თანამშრომლები და ცვლის პასუხისმგებლები
სამუშაო ადგილი ყაზბეგის სასაზღვრო duty-free ობიექტი
როლის მიზანი
მართოს ყაზბეგის 24-საათიანი საცალო და სასაწყობე ოპერაცია, გუნდის მუშაობა, სალარო და მარაგი, უსაფრთხოება, შესრულების მაჩვენებლები და DFP-ის ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- საცალო და სასაწყობე ოპერაციების ყოველდღიური მართვა და ოთხი გუნდის მუშაობის კოორდინაცია.
- 09:00 საათის ინვენტარიზაციასა და ცვლის გადაბარებაზე დასწრება, დათვლის ხარისხის კონტროლი და სხვაობის მოკვლევის დაწყება.
- POS-ის, ნაღდი ფულის, 1C-ის, მიღება-გაცემის დოკუმენტებისა და საჭიროების შემთხვევაში CCTV-ის შეჯერება.
- გრაფიკის, ჩანაცვლების, დასვენების და არყოფნის მართვა დამტკიცებული სამუშაო დროის წესის ფარგლებში.
- თანამშრომლების სწავლება, ქოუჩინგი, შესრულების შეფასება და კანდიდატის შერჩევის რეკომენდაცია.
- გაყიდვების, მარაგის ხელმისაწვდომობის, მომსახურების, ინვენტარის სიზუსტისა და გუნდის შედეგების კონტროლი.
- დაბრუნებების, ფასდაკლებების, POS კორექტირებების, ჩამოწერებისა და საქონლის გადატანის კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში.
- 22:00-მდე საწყობში ტვირთის მიღების და გაცემის უზრუნველყოფა საჭიროეების შემთხვევაში.
- უსაფრთხოების, duty-free წესების, ინციდენტის, გზის ჩაკეტვისა და ევაკუაციის პროცესების კოორდინაცია.
- ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან; სამომავლოდ რეგიონულ მენეჯერთან.
აუცილებელი მოთხოვნები
- ეფექტური ქართული, ფუნქციური რუსული და საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
- Excel-ის, POS-ის და ოპერაციული ანგარიშგების საბაზისო კომპეტენცია.
- გუნდის მართვა, კონფლიქტის მოგვარება, გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლის პროცესების დაცვა.
- ყაზბეგში სტაბილური მუშაობის, როტაციის ან რელოკაციის რეალური შესაძლებლობა.
- პრაქტიკული მენეჯერული შეფასებისა და რეკომენდაციების შემოწმების გავლა.
სასურველი გამოცდილება
- 2–3 წელი საცალო ან მსგავს ოპერაციაში და მინიმუმ 1 წელი გუნდის ზედამხედველობაში, ან შესაბამისი პრაქტიკული მტკიცებულება.
- მარაგისა და სალაროს კონტროლის გამოცდილება.
- 1C-ში მარაგის მართვის პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
- ინგლისური ენა უპირატესობაა.
- duty-free გამოცდილება უპირატესობაა.
ენები
- ქართული — ეფექტური სამუშაო დონე.
- რუსული — ფუნქციური სასაუბრო დონე.
- ინგლისური — უპირატესობა.
სამუშაო პირობები
- რეკომენდებული საწყისი გრაფიკია 2-2 კვირა, ყოველდღე 09:00–18:00, 09:00 საათის გადაბარებაზე სავალდებულო დასწრებით; საბოლოო გრაფიკი შეთანხმებადია.
- განიხილება მენეჯერისა და შემცვლელის ორკვირიანი როტაცია. მოდელი უნდა შეიცავდეს კანონით მოთხოვნილ დასვენებას, შესვენებას და სამუშაო საათების წერილობით აღრიცხვას.
- მენეჯერისთვის DFP ქირაობს სახლს და ფარავს კომუნალურ ხარჯებს.
- უშუალო ხელმძღვანელია DFP-ის დირექტორი; სამომავლოდ განიხილება რეგიონული მენეჯერის პოზიცია.
შედეგების შეფასება
- გაყიდვების და დამტკიცებული მარჟის მიზნების შესრულება.
- სალაროსა და ინვენტარის სიზუსტე და სხვაობების დროული მოკვლევა.
- მარაგის ხელმისაწვდომობა, პროდუქტის სწორი მოძრაობა და ჩამოწერის კონტროლი.
- გრაფიკის დაფარვა, დასწრება, თანამშრომელთა შენარჩუნება და სწავლების დასრულება.
- მომსახურების, უსაფრთხოების, duty-free და შიდა პროცედურების დაცვა.
- ანგარიშგების დროულობა და ინციდენტებზე რეაგირება.
პრაქტიკული შეფასება
- მოულოდნელი არყოფნის შემთხვევაში ცვლის დაფარვის გეგმის შედგენა.
- სალაროს ან ინვენტარის სხვაობის მოკვლევის ეტაპების ახსნა.
- 1C-ის, Excel-ის ან მსგავსი სისტემის პრაქტიკული დავალება.
- სუსტი თანამშრომლისთვის უკუკავშირის და გაუმჯობესების გეგმის მომზადება.
- ოპერაციული ან უსაფრთხოების ინციდენტის ესკალაცია.
- მოკლე გაყიდვების/მარაგის ანგარიშის ანალიზი და პირველი 30 დღის პრიორიტეტების ჩამოყალიბება.
სწავლება
- DFP-ის ოპერაციული წესები და ანგარიშგება.
- POS, 1C, ინვენტარის მოკვლევა და ჩამოწერა — IT-ის, ნინოსა და გიგას მონაწილეობით.
- შრომის უსაფრთხოება, duty-free წესები, ინციდენტები, გზის ჩაკეტვა და ევაკუაცია.
ანაზღაურება და სარგებელი
ფიქსირებული ხელფასი ხელზე 3,000 GEL + ყოველთვიური გაყიდვების ბონუსი%
საცხოვრებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სახლი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giga.buachidze@dutyfreepoints.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 574 14 12 99
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000
- გამოცდილება აუცილებელია
- 2-დან 3 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,რუსული,ქართული
- ენები
- ინგლისური, რუსული, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
