მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ჰიდრომელიორაციის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ჰიდრომელიორაციის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე, ერთი მხრივ, პროფესიონალი, კვალიფიციური კადრების და, მეორე მხრივ, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება.
სამინიტრო თანამშრომლებს სთავაზობს გუნდურ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის ნაწილს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის, გუნდური მუშაობის, კეთილსინდისიერების, სექსუალური შევიწროების დაუშვებლობის პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ეთიკური, კოლეგიალური, მრავალფეროვანი და სპეციალური საჭიროებების მქონე თანამშრომლებზე მორგებული სამუშაო გარემო.
კატეგორია:
სოფლის მეურნეობა
განცხადების ბოლო ვადა:
12.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაწყვეტილებების მიღება;
- სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, აქტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან მათ შინაარსზე შეთანხმება;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული დავალებების დროული, ეფექტური და კვალიფიციური შესრულება;
- განიხილავს სარეაბილიტავიო ობიექტების შესახებ მოქალაქეების შემოსულ წერილებს და ახდენს საკითხების იდენტიფიკაციას;
- განიხილავს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის კვარტალურ ანგარიშს;
- ახდენს ჰიდრომელიორაციის დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, რეკომენდაციას გასცემს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით;
- დებულებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით მონაწილეობს სამუშაო შეხვედრებში;
- განიხილავს კორესპონდენციებს და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამზადებს პასუხებს.
- დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობა აქვს (შიდა და გარე) სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა რანგის თანამშრომელთან; შპს „საქართველოს მელიორაციის“ ყველა რანგის თანამშრომელთან;სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, სსსიპ-ების, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან; კერძო სექტორის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან; საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება;
დ) შესაბამისი დეპარტამენტის დებულება;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი კანონები
ვ) ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულება;
ზ) საქართველოს კანონი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ნიადაგს დაცვის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“;
კ) „საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგია“;
ლ) „საქართველოს სოფლის მეურნეობისა დასოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მარშალ გელოვანის N34
საკონტაქტო ტელეფონები:
2 37 80 10
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება – სოფლის მეურნეობის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ჰიდრომელიორაციის სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@mepa.gov.ge
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სამინისტროს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
