მეხორცე/ყასაბი
გამოქვეყნდა 14 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
- მისამართი
- ქ. ბათუმი, აღმაშენებლის 13ბ
- სამუშაო გრაფიკი
- და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას შეთანხმებით
- კატეგორია
- ზოგადი ტექნიკური პერსონალი
სრული აღწერა
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მეხორცე (ყასაბი).
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის 13ბ
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
- ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
- დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
- ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება აუცილებელია;
- ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- სისწრაფე, ენერგიულობა;
სამუშაო გრაფიკი და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მეხორცე".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
