მექანიკოსი
- ანაზღაურება
- 2 200–3 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
ომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მექანიკოსის ვაკანსია.
ძირითადი პირობები:
· მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70, ასევე მ.გახოკიძის ქ.
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი მოკლე სამუშაო დღე (კვირაში 40 სთ)
· ანაზღაურება: 2200 - 3000 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსი ერთად)
· ჯანმრთელობის დაზღვევა
· პერიოდულად ქვეყნის ფარგლებში მივლინებები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· აუცილებელია ავტო/მოტო მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
· სასურველია შესაბამისი განათლება პროფესიულ, ან უმაღლეს სასწავლებელში
· სასურველია საავტომობილო/მოტო მიმართულების ტექნიკური და სადიაგნოსტიკო პროგრამების ცოდნა
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური მიმართულებით სწავლებისთვის)
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისში მიღებული სარემონტო და სარეალიზაციო ტექნიკის დიაგნოსტირება
· გამოვლენილი ხარვეზების დროული და ხარისხიანი აღმოფხვრა, სარემონტო და გეგმური ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
· სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ტექნიკის აწყობა, წინა სარეალიზაციო მომზადება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
· სადიაგნოსტიკო აპარატურისა და სპეციალური ხელსაწყოების ეფექტიანი გამოყენება კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით
· გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის ასახვა და სამუშაო პროცესის მჭიდრო კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია: ავტოინდუსტრია / მექანიკოსი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი



