მეღვინის დამხმარე -სტაჟირება
- მისამართი
- თელავი სოფ. ვარდისუბანი
- განაკვეთი
- ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით · შეთანხმებით
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
შპს. ,,შატო მერე ვაინს'' - მეღვინის დამხმარე - სტაჟირება
სქესი: მამროიბითი;
ასაკი : 18 +
ანაზღაურება : 500 სტაჟირების თანხა
გრაფიკი: შეთანხმებით
მოვალეობები:
1 მარნის ჰიგიენა და სანიტარია (ყველაზე მნიშვნელოვანი):
როგორ ხდება მეტალის ავზების, მუხის კასრების, ქვევრებისა და სხვა ჭურჭლის გარეცხვა-სტერილიზაცია.
სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების სწორი პროპორციებით მომზადება და უსაფრთხო გამოყენება. (მარნის სივრცის, დანადგარებისა და ჭურჭლის მუდმივი რეცხვა და დეზინფექცია (ღვინის ხარისხის 90% სისუფთავეზეა დამოკიდებული).
2 ღვინის წარმოების ძირითადი ეტაპები:
ყურძნის მიღება, ხარისხის კონტროლი, კლერტის გაცლა და დაწნეხვა.
დუღილის (ფერმენტაციის) პროცესის საფუძვლები (ტემპერატურის კონტროლი, შაქრიანობის გაზომვა).
ღვინის გადაღება, გაფილტვრა, დავარგება და ჩამოსხმა. ( ყურძნის მიღება, დახარისხება, დაწნეხვა, ჭაჭის მართვა (მაგალითად, ჩაძირვა/გადატუმბვა დუღილისას).
3 სამუშაო აღჭურვილობის მართვა:
ტუმბოების (პომპების), ფილტრების, საწნეხებისა და ყურძნის სალაწი მანქანების მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოება.( ღვინის გადატუმბვა ერთი ავზიდან მეორეში, კასრების შევსება, ფილტრაციის პროცესში მონაწილეობა.)
4 ლაბორატორიული მინიმუმი:
მარტივი საზომი ხელსაწყოების გამოყენება (რეფრაქტომეტრი, არეომეტრი) შაქრიანობისა და ტემპერატურის შესამოწმებლად. ( მთავარი მეღვინის დავალებით დუღილის ტემპერატურის ჩაწერა და ნიმუშების აღება ლაბორატორიული ანალიზისთვის. მზა ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის ხაზზე მუშაობა, ეტიკეტირება, ყუთებში ჩალაგება და საწყობის მოწესრიგება. )
საკონტაქტო პირი: ეკა დავითაშვილი
პროფესია: მეღვინე
სამუშაო ადგილი: თელავი სოფ. ვარდისუბანი
ვაკანსიების რაოდენობა: 2
ხელფასი: 500 სტაჟირების ანაზღაურება
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: არასრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული (კარგად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, კეთილსინდისიერება, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, სტრესის მიმართ გამძლეობა, საქმიანი აზროვნება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- 0–500 ₾ / თვე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
