მეღვინე -სტაჟირება
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- მისამართი
- საგარეჯო სოფ. ყანდაურა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით · შეთანხმებით
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
რკ ,, იორლენდი'' მეღვინე -სტაჟირება
სქესი: მამრობითი/მდედრობითი;
ასაკი: არ არის შეზღუდული;
გრაფიკი: შეთანხმებით;
ძირითადი მოვალეობები :
ტექნოლოგიური პროცესების მართვა: ყურძნის გადამუშავების, დუღილის (ფერმენტაციის), დავარგების, ფილტრაციისა და ჩამოსხმის პროცესების სრული კონტროლი.
ხარისხის კონტროლი და ლაბორატორიული ანალიზი : ღვინის ფიზიკურ - ქიმიური პარამეტრების (ალკოჰოლი, მჟავიანობა, შაქრიანობა, გოგირდის შემცველობა) მუდმივი მონიტორინგი და ხარისხის სტანდარტების დაცვა.
სანიტარული ნორმების დაცვა: მარანში, დანადგარებსა და ჭურჭელში (ქვევრი, მუხის კასრი, უჟანგავი ფოლადის ავზები) აბსოლუტური სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა.
დოკუმენტაციის წარმოება: ტექნოლოგიური ჟურნალების შევსება, სადაც აღირიცხება ყოველი პარტიის ისტორია, გამოყენებული მასალები და ლაბორატორიული მაჩვენებლები.
სამართლებრივი რეგულაციების დაცვა: კანონმდებლობით ნებადართული ენოლოგიური ხერხებისა და ნივთიერებების გამოყენება. აკრძალული დანამატების (მაგ. წყალი, ხელოვნური საღებავები, არომატიზატორები) გამორიცხვა.
საკონტაქტო პირი : თამთა კალანდაძე
პროფესია: მეღვინე
სამუშაო ადგილი: საგარეჯო სოფ. ყანდაურა
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 1000 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (კარგად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, კეთილსინდისიერება, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, სტრესის მიმართ გამძლეობა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
