მეგალვანე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას მეგალვანეს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.
კატეგორია: წარმოება.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქიმიური განათლებით;
- გალვანური მეთოდის ცოდნა;
- გალვანური მეთოდით დამზადებული საფარი საიუველირო ნაწარმისთვისთვის (ოქროს დაფერვა);
- ოქროს გახსნა შესაბამის ქიმიურ ხსნარებში;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ნახევარფაბრიკატების საწყობიდან განაწესით მიღებული ნაკეთობების (ოქრო, ვერცხლი, თითბერი) მომზადება ძვირფასი ლითონით დაფერვისათვის ანუ განცხიმვის აბაზანაში არსებული ნაკეთობების გარეცხვა;
- ნაკეთობების მოოქროვებ, მოვერცხვლა, როდირება ტექნოლოგიური პროცესის დაცვით;
- ძვირფასი ლითონით დაფერილი ნაკეთობების გარეცხვა;
- სასაქონლო, საბოლოო ბზინვარების ეფექტის მისაღებად განემსვა სპეციალურ დანადგარში;
- შესაბამისი ქიმიური ხსნარების - აბაზანის მომზადება;
- საჭირო მასალების კონტროლი, მარაგის ამოწურვამდე ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
- სამუშაო დრო: 09:00სთ-18:00სთ;
- დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapkhana.ge.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zarapkhana.ge
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა დეველოპმენტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა დეველოპმენტში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანა დეველოპმენტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

