მედდა
- მისამართი
- ახალციხე, რუსთაველის ქუჩა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებში
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
სს ევექსის ჰოსპიტლები ახალციხის რეფელარული ჰოსპიტალი
მედდა ესაჭიროებათ 24 საათიანი გრაფიკით (3 ან 4/1-ზე) ან ასევე დღის მედდაც. საათის ღირებულება 4.40 ლარი.
I. პალატის მედდის ძირითადი მოვალეობები
პაციენტების ყოველდღიური მოვლა და მეთვალყურეობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება და ცვლილებების დროული შეტყობინება ექიმისთვის
ვიტალური მაჩვენებლების კონტროლი
(არტერიული წნევა, პულსი, ტემპერატურა, სუნთქვა, სატურაცია)
მედიკამენტების დროული და სწორი გაცემა ექიმის დანიშნულების მიხედვით
ინექციების, ინფუზიების და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
პაციენტის ჰიგიენური მოვლა და კომფორტის უზრუნველყოფა
საწოლების, პალატისა და სამედიცინო ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
II. სამედიცინო პროცედურები და უსაფრთხოება
ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვა
ინფექციის კონტროლის პროტოკოლების შესრულება
ბიოლოგიური მასალის აღება კვლევისთვის და სწორად ტრანსპორტირება
პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
(დაცემა, წნევის წყლულების პრევენცია და სხვ.)
გადაუდებელ მდგომარეობებში პირველადი დახმარების გაწევა და ექიმის ინფორმირება
III. დოკუმენტაციის წარმოება
სამედიცინო ჩანაწერების სწორად და დროულად წარმოება
მედიკამენტების გაცემისა და პროცედურების აღრიცხვა
პაციენტის მდგომარეობის ცვლილებების დაფიქსირება
ცვლის ჩაბარება–ჩაბარების პროცესში ინფორმაციის გადაცემა
IV. პაციენტთან და გუნდთან კომუნიკაცია
პაციენტთან და მის ოჯახის წევრებთან პროფესიული და ეთიკური კომუნიკაცია
ექიმებთან და სხვა მედპერსონალთან თანამშრომლობა
პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა
პაციენტის უფლებების პატივისცემა
V. პალატის მედდის უფლებები
მიიღოს ექიმისგან სრული და დროული ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ
მოითხოვოს უსაფრთხო სამუშაო გარემო და შესაბამისი აღჭურვილობა
მონაწილეობა მიიღოს პროფესიულ გადამზადებასა და ტრენინგებში
დააყენოს საკითხი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან რისკის შემთხვევაში
უარი თქვას იმ პროცედურის შესრულებაზე, რომელიც სცდება მის კომპეტენციას
შეიტანოს წინადადებები მოვლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
VI. ეთიკა და პროფესიული პასუხისმგებლობა
პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა
შიდა წესებისა და ინსტრუქციების შესრულება
პაციენტის ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა
პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების ხარისხიან შესრულებაზე
პროფესია: პრაქტიკოსი მედდა
სამუშაო ადგილი: რუსთაველის ქუჩა
ვაკანსიების რაოდენობა: 2
ხელფასი: 4.40 ლარი საათი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (კარგად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი, კეთილსინდისიერება, სტრესის მიმართ გამძლეობა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- 0–500 ₾ / თვე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



