მებაღე
- ანაზღაურება
- 1 520 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, ორშ–პარ 08:30-17:30
- ბენეფიტები
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს · კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას
სრული აღწერა
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1520 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მცენარეების აგროტექნიკური (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, შეწამვლა, სასუქების შეტანა) და სანიტარული (მარგვლა, თიბვა, ტოტების გასხვლა) სამუშაოების შესრულება;
- მცენარეების დარგვა, გადარგვა და სავეგეტაციო მასალის მომზადება;
- ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი და საბაღე ინვენტარის მოვლა-დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო, არასრული ან სრული პროფესიული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარები: გუნდური მუშაობის, დროის ეფექტურად მართვისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მებაღე).
- * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
