მე-4 რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის საკითხებში
- ანაზღაურება
- 1 600 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მე-4 რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის საკითხებში
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
ტექნიკური
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების სხდომებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მასალებით უზრუნველყოფა( ბეჭდვა, ასლების გამრავლება, აკინძვა.)
კომპიუტერული მომსახურეობის გაწევა საკრებულოს წევრების, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებისა და სპეციალისტების, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების საქმიანობას;
საკრებულოს წევრების ანგარიშების, კომისიების, სამუშაო ჯგუფის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე შემუშავებული დასკვნების, შემოსული შენიშვნების, მოსაზრებების, ინიციატივების, წერილების ბეჭდვა.
საჭიროების მიხედვით საკრებულოს თანამდებობის პირთა კომპიუტერული მხარდაჭერა.
აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენ წლიურ ანგარიშში გასათვალისწინებლად კომპეტენციის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და განყოფილების უფროსთან წარდგენა.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები).
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 77 70
საკონტაქტო პირი:
ანა მუკბანიანი-უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე,.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი.) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
