მე-3 რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების საკითხებში
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მე-3 რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების საკითხებში
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია, მისი ანოტირება, სარეკვიზიტო და დოკუმენტური გაფორმება დოკუმენტბრუნვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.
საკრებულოში მომზადებული კორესპონდენციის შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით (ფოსტა, ელ-ფოსტა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა) ადრესატებისთვის დაგზავნა.
ხელმოწერილი კორესპონდენციაში ტექსტუალური შეცდომებისა თუ სხვა ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში კორექტირების პროცესის ინიცირება ( კორესპონდენციის შესაბამისი კომენტარით ხელმომწერთან დაბრუნება).
საკრებულოს წევრების და აპარატის თანამშრომლების მიერ შესასრულებელი კორესპონდენციის (რეზოლუციებით გათვალისწინებული დავალებები) თაობაზე განყოფილების უფროსის დროული ინფორმირება.
საკრებულოს საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქმისწარმოების მოთხოვნის შესაბამისად და წლიური სტატისტიკის პროექტის მომზადება, განყოფილების უფროსისთვის ვიზირებისთვის წარდგენა.
საკრებულოს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული წერილების, მოხსენებითი ბარათების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა.
ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 77 70
საკონტაქტო პირი:
ანა მუკბანიანი-უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
დამატებითი მოთხოვნები:
- საქმისწარმოების საკითხებში არანაკლებ - 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული) /შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე,.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი.) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
-კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
