მე-3 რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პრესასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ვებგვერდის ადმინისტრირების საკითხებში
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მე-3 რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პრესასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ვებგვერდის ადმინისტრირების საკითხებში
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
საკრებულოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე და სოციალური ქსელებში ინფორმაციის განთავსების გზით. მუდმივმოქმედი კომისიების, ბიუროს და საკრებულოს სხდომების თაობაზე (დაგეგმილი, რიგგარეშე, განხორციელებული) არსებული ინფორმაციის შინაარსობრივი დამუშავება და განთავსება. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მიმდინარე ან/და განხორციელებული პროექტების თუ მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანი სხვა პროცესების/მოვლენების თაობაზე საკრებულოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ოპტიმალური გზებით, ფორმებით თუ საშუალებებით ინფორმირების პროცესის დაგეგმვის მიზნით წინადადებების, იდეების, ინიციატივების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
საკრებულოს საქმიანობის შესახებ ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების დაგეგმვა და კოორდინაცია, ფიზიკური სივრცის შესაბამისად მოწყობა. ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გასაჟღერებელი აქცენტების/ფორმულირებების შინაარსობრივი მომზადების მიზნით საკრებულოს კომპეტენტურ პირებთან ურთიერთქმედება. ინტერვიუებისთვის, სატელევიზო ეთერებისთვის პრესრელიზების მომზადება, მედიასთან ურთიერთობა.
საკრებულოს ვებ-გვერდის მონიტორინგი და მხარდაჭერა, სიახლეების განთავსება/ განახლება.
ინფორმაციის განთავსების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ფოტოების გადაღება და განსათავსებლად ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა. ასევე, ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეო მასალის შინაარსობრივი ანალიზი და შესაბამისად დამუშავების კოორდინაცია.
აპარატის უფროსის მიერ წარსადგენ წლიურ ანგარიშში გასათვალისწინებლად კომპეტენციის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და განყოფილების უფროსისთვის წარდგენა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები).
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 77 70
საკონტაქტო პირი:
ანა მუკბანიანი-უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
დამატებითი მოთხოვნები:
- პრესასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ვებგვერდის ადმინისტრირების საკითხებში არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება;
კომპეტენციები:
- კეთილსინდისიერება;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
- შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებლობა და მოქნილობა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული) /შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე,.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი.) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
