მე-3 რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მე-3 რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, განყოფილების და აპარატის უფროსისთვის ვიზირებისთვის წარდგენა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული აქტების გამოცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით განყოფილების უფროსთან წინადადებების წარდგენა.
საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღება - გამოცემასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პროცედურების და ვადების დაცვის მიზნით საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების დროული ინფორმირება.
საკრებულოში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების ანალიზი, მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის შესახებ სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება, განყოფილების უფროსისთვის წარდგენა.
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის (განცხადებების, წერილების, ადმინისტრაციული საჩივრების) ანალიზი, შესაბამისი საპასუხო წერილების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით მომზადება და განყოფილების უფროსისთვის ვიზირებისთვის წარდგენა.
კანონმდებლობით დადგენილი ვადების შესაბამისად, ,,საკანონმდებლო მაცნეში“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების გადაგზავნა გამოქვეყნების მიზნით.
საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და ვიზირებისთვის განყოფილების უფროსისთვის წარდგენა.
აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენ წლიურ ანგარიშში გასათვალისწინებლად კომპეტენციის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და განყოფილების უფროსთან წარდგენა.
ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ”
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 77 70
საკონტაქტო პირი:
ანა მუკბანიანი-უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
დამატებითი მოთხოვნები:
- სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება.
-საოფისე პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel-ის ცოდნა
კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
8.ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული) /შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე,.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი.) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
