მე-3 რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მე-3 რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
ტექნიკური
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის საჭიროებათა ანალიზი, შესაბამისი მოთხოვნის პროექტის მომზადება და განყოფილების უფროსის ვიზირებით აპარატის უფროსთან წარდგენა.
-საკრებულოს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საჭიროებების დადგენა და მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით სარემონტოდ გაგზავნა.
საკრებულოს საწვავით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯების შესახებ შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე დაფიქსირებული ინფორმაციის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენა.
-აპარატის უფროსის მიერ წარსადგენი წლიურ ანგარიშში გასათვალისწინებლად კომპეტენციის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და განყოფილების უფროსისთვის წარდგენა.
-ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები).
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 77 70
საკონტაქტო პირი:
ანა მუკბანიანი-უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული) /შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე,.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი.) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
