მძღოლის დამხმარე
- მისამართი
- ქ. რუსთავი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 · ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სრული აღწერა
შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ჰიგიენური ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
შპს "ბიდი პლუსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარეს პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. რუსთავი.
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ჩამოტვირთვა;
- სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით პროდუქციის მითვლა;
- ავტომობილის მართვა (გამონაკლის შემთხვევებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B - კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);
- სასაქონლე ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება;
- სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი პლიუსის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
