მძღოლი - პირადი ავტომობილით
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-18:00
- ბენეფიტები
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს
- კატეგორია
- ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუცია
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის (პირადი ავტომობილით) პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის წარმომადგენლის უსაფრთხო ტრანსპორტირება;
· ავტომობილის გამართულად მუშაობისა და სისუფთავის კონტროლი;
· თანამშრომლებთან თავაზიანი, პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება;
· საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლის/ების ქალაქგარეთ ტრანსპორტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· B კატეგორიის მართვის მოწმობა;
. საკუთარი ავტომობილი;
· ავტომობილის გამართულად და უსაფრთხოდ მართვის უნარი;
· ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
· უპირატესად ჩაითველება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარები:
· ყურადღებისა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
· ორგანიზებული და მოწესრიგებული;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
იმედი L აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მძღოლი - პირადი ავტომობილით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

