მძღოლი-დისტრიბუტორი
- ანაზღაურება
- 2 350 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე
სამუშაო პირობები
· გაზრდილი ანაზღაურება: 2350 ლარი
· ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საწყობამდე
· მუშაობა 2 დამხმარესთან ერთად, თანაც ნაკლებ ობიექტზე (საშუალოდ 14 მაღაზია)
· სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო ღამე, 2 დღე-ღამე დასვენება, ღამის საათები (როცა მოძრაობა მარტივია)
· სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება
ძირითადი ფუნქციები:
· სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
· ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად;
· კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით;
· სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკანდასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
· ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
· სატვირთო ავტომობილის მართვა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით;
· სამუშაო დღის დასრულების შემდგომ ავტომობილის გასუფთავება და მომდევნო დღისთვის მომზადება.
· მაღაზიის დაცვაზე აყვანა დაკეტვის შემდეგ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· C კატეგორიის მართვის მოწმობა;
· საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მძღოლი-დისტრიბუტორი
ქალაქი: თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

