მძღოლი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N257ლ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
სატვირთო ავტომობილისა და ტრაილერის უსაფრთხოდ მართვა დადგენილი მარშრუტისა და მოძრაობის წესების შესაბამისად. ტვირთის მიღება, რაოდენობისა და თანმხლები დოკუმენტების შემოწმება შესაძლებლობის ფარგლებში. ტვირთის სწორად განთავსების, დამაგრებისა და უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების დაცვა. ტვირთის დროულად მიწოდება დანიშნულების ადგილზე. სატრანსპორტო დოკუმენტების, ზედნადებების, გზავნილებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და ჩაბარება დადგენილი წესით. რეისის დაწყებამდე ავტომობილისა და ტრაილერის ტექნიკური მდგომარეობის, საბურავების, განათების, სამუხრუჭე სისტემის, მისაბმელის შეერთებისა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების შემოწმება. საწვავისა და საპოხი მასალების ეკონომიურად გამოყენება. ავტომობილის სალონის, კაბინისა და სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა. საწვავის ხარჯის, გავლილი მანძილის, რეისების და სხვა საჭირო ინფორმაციის აღრიცხვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით. ტექნიკური გაუმართაობის, საგზაო შემთხვევის, ტვირთის დაზიანების, დაგვიანების ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ დაუყოვნებლივ ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის. საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში საბაჟო, სასაზღვრო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა. კომპანიის ქონების, ტვირთისა და გადაზიდვისთვის გადაცემული დოკუმენტების დაცვა. შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების დაცვა.
პროფესია: მისაბმელიანი სატვირთო მანქანის (ტრაილერის) მძღოლი
სამუშაო ადგილი: აეროპორტის გზატკეცილი N257ლ
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 2000 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 5 წელი
ენები: თურქული (საშუალოდ)
უნარები: კეთილსინდისიერება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
