მძღოლი
- ანაზღაურება
- 878 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მძღოლი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
ტრანსპორტი
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
878 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კოლეჯის მძღოლის უფლებამოსილებები/უფლებამოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იყოლიოს კოლეჯის კუთვნილი ავტომანქანა;
- დაიცვას საგზაო უსაფრთხოების წესები;
- ვალდებულია კოლეჯის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ავტომანქანით კოლეჯის საჭიროებებიდან გამომდინარე, დაუყონებლივ შეასრულოს თანამშრომელთა და მატერიალურ/ტექნიკური ინვენტარის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- არ გამოიყენოს ავტომანქანა თავისი პირადი მიზნებისთვის;
- იყოლიოს მანქანა გამართულ და სუფთა მდგომარეობაში;
- ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
- მძღოლი პასუხისმგებელია კოლეჯის კუთვნილი ავტომანქანის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარობაში ყოფნაზე.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფ: წინამძღვრინთკარი, წინამძღვრიშვილის ქ N2ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- მძღოლის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება ;
ბ) მძღოლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) მართვის მოწმობა - "D" კატეგორია;
- დამატებითი მოთხოვნები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გ) დისციპლინურობა;
დ) გაწონასწორებულობა;
ე) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ვ)დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
- მართვის მოწმობა (Dკატეგორიის) - ასლი
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე)იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
