მძღოლი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- მისამართი
- კახეთი - თბილისი, წერეთლის 113დ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე; - ორშ–პარ
- ბენეფიტები
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა · პარკირების ჯარიმების დაფინანსება · მანქანის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა
სრული აღწერა
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონში მძღოლის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
- სფერო: დისტრიბუცია;
- სამუშაო ადგილი: კახეთი - თბილისი, წერეთლის 113დ;
- სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე; - ორშაბათი - პარასკევი;
- ანაზღაურების მეთოდი: ფიქსირებულს + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- განახორციელოს, შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
- მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში;
- აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს;
- გააკონტროლოს საწვავის წვა;
- უსაფრთხოების და საგზაო მოძრაობის წესების მკაცრად დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მანქანის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. (B კატეგორია - მექანიკა).
პიროვნული უნარები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურობა;
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- პარკირების ჯარიმების დაფინანსება;
- მანქანის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
- საწვავით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FitPass.
შერჩევის ეტაპები:
- შემოსული რეზიუმეების დახარისხება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge.
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური", საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური"-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება;
- შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

