მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 170 ₾
- მისამართი
- ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა
სრული აღწერა
ორგანიზაცია სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა
თანამდებობრივი სარგო - 1, 170 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხულ მიკროავტობუსისა და მსუბუქი სამორიგეო ავტომობილის უსაფრთხო მართვას;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და მგზავრთა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით მართავს სატრანსპორტო საშუალებებს;
- ექსპლუატაციის წესების შესაბამისად უვლის სატრანსპორტო საშუალებებს;
- ინარჩუნებს სატრანსპორტო საშუალებების სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობას;
- აწარმოებს მგზავრობის რეესტრსა და საწვავის ხარჯის აღრიცხვას და დოკუმენტაციას წარუდგენს ფინანსურ სამსახურს;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრასა და გადაადგილებას;
- უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სამორიგეო ავტომობილით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სტუდენტებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირებას მიკროავტობუსით;
- ლოჯისტიკის მენეჯერის მითითებით, უზრუნველყოფს მომწოდებლებისგან მიღებული ინვოისების წარმოდგენას კოლეჯში, შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას კოლეჯში, დოკუმენტებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირებას კოლეჯის ობიექტებს შორის და სხვა დანიშნულების ადგილებამდე
- ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის შიდა აქტებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
- ასრულებს კოლეჯის დირექტორისა და ლოჯისტიკის მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში მიცემულ სხვა დავალებებს.
- უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება B, D კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
- მუშაობის გამოცდილება: აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.
კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა
- მოტივაციური გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების პერიოდი - 26.10.2026 - 13.11.2026
კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
