მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 000–1 800 ₾
- მისამართი
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- სამუშაო გრაფიკი
- 24-საათიანი ცვლა სამ დღეში ერთხელ
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა · მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი · სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია
სრული აღწერა
შპს "ვიპ ავიაჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მძღოლის პოზიციაზე სამუშაოდ.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
- მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
- სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.
- შრომის ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად: 1000-1800 ლარის ფარგლებში.
სამუშაო საათები: 24-საათიანი ცვლა სამ დღეში ერთხელ.
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსით;
- საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის ტრანსპორტიება მიკროავტობუსით;
- კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა ბაქნის ტერიტორიაზე;
- ტვირთის ტრანსპორტირება;
- სპეცტექნიკის მართვა საოპერაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- რეისის მომსახურებაში მონაწილეობა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მოქმედი მართვის მოწმობის ფლობა (B, BC);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@vipahg.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება .
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "ვიპ ავიაჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "ვიპ ავიაჰენდლინგ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
