მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- წეროვანი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-17:00
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება მინიმუმ 6 თვე
სრული აღწერა
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: samidzma.ge — ბმულის გახსნა
ვაცხადებთ ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: წეროვანი.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00;
- ანაზღაურება: 1500 ლარი;
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფილიალების პროდუქციით მომარაგება ცენტრალური საწყობიდან;
- შეკვეთების მიტანა სავაჭრო ობიექტებზე (საჭიროების შემთხვევაში);
- მიტანილი პროდუქციის ადგილზე მითვლა;
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება მინიმუმ 6 თვე ;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 2 ნოემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება ოფისში;
- ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მძღოლი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
