მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწე
- მისამართი
- თბილისი (ფონიჭალა)
სრული აღწერა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
ძირითადი მოვალეობები:
- ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად;
- მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი);
- ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
კანდიდატის პროფილი:
- განათლება - საშუალო;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე.
რას გთავაზობთ:
- განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
- კონკურენტული ანაზღაურება - 1360 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1450 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი);
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
- ტრანსპორტირება;
- კვება.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com 26 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
