მძღოლ-ექსპედიტორი/მომმარაგებელი
- ანაზღაურება
- 1 700–2 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი
- სამუშაო გრაფიკი
- და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- მთავარი მოთხოვნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია თაბუკა რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
- ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით.
- პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
- ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
- უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
- სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისგმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
გთავაზობთ:
- ანაზღაურება 1700 - 2000 ლარი + ტრანსპორტირება + დაზღვევა
- ხელფასის ზრდის პერსპექტივას
- მეგობრულ გარემოს
- სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
- სამედიცინო დაზღვევას
- კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
- სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- (10:00 დან 18:00 საათამდე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
