მძღოლ-დისტრიბუტორი
- ანაზღაურება
- 1 700 ₾
- მისამართი
- თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის №6
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საველე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00–18:00
სრული აღწერა
იმპორტიორი კომპანია შპს „ჰილს8“ ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. თანამშრომელი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მომხმარებლებისთვის.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის №6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
ანაზღაურება: 1 700 ლარი
სამივლინებო თანხა: დამატებით 30 ლარი ქალაქგარეთ გასვლისას
ავტომობილი: კომპანიის ავტომობილი
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას როგორც დილით — უახლოესი მეტროსადგურიდან ან გაჩერებიდან საწყობამდე, ისე საღამოს — საწყობიდან უახლოეს მეტროსადგურამდე ან გაჩერებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მიწოდება მომხმარებლებთან შეთანხმებული მარშრუტისა და გრაფიკის მიხედვით;
- მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის შემოწმება;
- კომპანიის ავტომობილის სისუფთავის დაცვა და ტექნიკური გაუმართაობის დროული შეტყობინება;
- მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- პროდუქციის მიმართ ყურადღება და ფრთხილი მოპყრობა;
- მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hills8sales@gmail.com
CV-ში ფოტოსურათის არსებობა აუცილებელია.
წერილის სათაურში მიუთითეთ „მძღოლ-დისტრიბუტორი“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1700
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
