მდგრადობისა და ESG მენეჯერი
- ანაზღაურება
- 5 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30 -18:30
- ბენეფიტები
- კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი
სრული აღწერა
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მდგრადობისა და ESG მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ანაზღაურება: 5000 Net.
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დამტკიცებული მდგრადობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია კომპანიის ძირითად გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) მიმართულებებში;
- სტრატეგიული პრიორიტეტების ასახვა წლიურ და მრავალწლიან სამოქმედო გეგმებში;
- დამტკიცებული აქტივობების შესრულების კონტროლი შესაბამის დეპარტამენტებსა და ბიზნეს ერთეულებში
- სამოქმედო გეგმის განხორციელების ხარვეზების, ხელისშემშლელი ფაქტორების და დამატებითი რესურსების საჭიროების დროული გამოვლენა;
- პერიოდული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება, შეთანხმებული ინიციატივებისა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების აღრიცხვა-მონიტორინგი;
- ESG და მდგრადი განვითარების საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობა გარემოსდაცვის, შრომის უსაფრთხოების, შესყიდვების, ადამიანური რესურსებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტებთან;
- ESG ინდიკატორთა სისტემის (KPI) მართვა და შესრულების მონიტორინგი დამტკიცებული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
- ESG მონაცემების შეგროვება, მონაცემთა უზუსტობების გამოვლენა და მათ გასწორება/დაზუსტებაზე კოორდინაცია;
- მდგრადი განვითარების წლიური ანგარიშგების (Sustainability Reporting) პროცესის კოორდინაცია;
- მდგრადობასთან დაკავშირებული პოლიტიკების, შიდა სტანდარტებისა და მართვის სისტემების შემუშავების, გადახედვისა და ეტაპობრივი დანერგვის ხელშეწყობა;
- შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობის (Compliance) მონიტორინგი;
- დაინტერესებულ მხარეებთან (თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, მარეგულირებლები და ა.შ.) კონსულტაციებისა და დიალოგის პროცესის მხარდაჭერა;
- მენეჯმენტისა და უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მდგრადობის, ESG-ის, გარემოსდაცვითი ან სოციალური მაჩვენებლების, კორპორაციული სტრატეგიის, ანგარიშგების, რისკების, შესაბამისობის, მართვის სისტემების ან მონათესავე საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში;
- სასურველია - ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, კომუნალური, ინფრასტრუქტურის ან საცალო ვაჭრობის სექტორებში გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება, ბიზნესის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის ან მონათესავე დარგში;
- ინგლისური ენის ცოდნა - C1/C2 დონეზე;
- სასურველია სერტიფიკატები გარემოს დაცვის, HSE მიმართულებით;
- კლიმატის, სათბური გაზების ემისიების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, პერსონალის, შესყიდვების, მომხმარებელთა და თემთან დაკავშირებული ESG თემების ზოგადი გაგება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ძლიერი საკოორდინაციო და პროექტების მართვის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და ყურადღება მონაცემთა ხარისხისა და დამადასტურებელი მტკიცებულებებისადმი;
- გონივრული განსჯა პრიორიტეტების, განხორციელებადობისა და ორგანიზაციული მზაობის საკითხებში;
- მკაფიო პროფესიული წერის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ „მდგრადობის და ESG მენეჯერი“.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 5000
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 5 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,ქართული
- ენები
- ინგლისური, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
