მათემატიკის მასწავლებელი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ლევან მიქალაძის ქ.N4
სრული აღწერა
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქალაძის ქ.N4
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია ცხადდება დეკრეტულ შვებულებაში გასული თანამშრომლის შემცვლელად და მისი ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი სემესტრია, მაქსიმუმ კი - ერთი წელი.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი;
- უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
სამუშაო განაკვეთი: 14 სთ. კვირაში.
კონკურსის ეტაპები:
- აპლიკანტმა ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge) უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა.
- პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
- მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები;
- მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.
დამატებითი ინფორმაცია:
ა) საგაკვეთილო პერიოდი აკადემიაში მოიცავს პირველ ცვლას, 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.
ბ) კანდიდატის ანაზღაურება დამოკიდებულია მის კომპეტენციაზე, სტატუსსა და გამოცდილებაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის ბოლო ეტაპზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - მათემატიკის მასწავლებელი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
