მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სრული აღწერა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს, Coffee Shop "L`OR"- კაფეს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
Coffee Shop "L`OR" აცხადებს ვაკანსიას მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო დრო: 09:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი (დასვენება შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი 150ლ);
ლოკაცია: ჭავჭავაძის გამზ. 29
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა/შეთავაზება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა;
- ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1წელი აუცილებელია;
- პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- მეგობრული;
- პუნქტუალური;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
