კაფე ნატურალი
მასპინძელი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
კაფე "ნატურალი" აცხადებს ვაკანსიას მასპინძლის (Hostess) პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- სტუმრების თბილად მიღება და მაგიდასთან გაცილება, თითოეული სტუმრისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
- ჯავშნების და მოლოდინის სიების მართვა როგორც ადგილზე, ასევე ტელეფონით ან ონლაინ პლატფორმებით; ზუსტი მოლოდინის დროების მიწოდება და ეფექტური განთავსება;
- სტუმრების/მომხმარებლის კითხვებზე პასუხი მენიუს, რესტორნის ან სპეციალური ღონისძიებების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მიცემა;
- თანამშრომლობა სერვისის და სამზარეულოს გუნდთან, რათა უზრუნველყოთ შეუფერხებელი მომსახურება;
- სტუმრების/მომხმარებლების უკუკავშირის მიღება და საკითხების პროფესიონალურად და სწრაფად მოგვარება;
- საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა სპეციალურ ღონისძიებებსა და VIP სტუმრების მასპინძლობაში;
დამატებითი ინფორმაცია:
მოთხოვნები, საჭირო უნარები და ცოდნები:
- ორგანიზებული და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა, რუსული სასურველი;
- მეგობრული, კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე პიროვნება;
- შესანიშნავი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
- სასურველია სტუმარ-მასპინძლობის ან მომსახურების სფეროში გამოცდილება
გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: geo.aleksandre4@gmail.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
