მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ორგანიზაციის შესახებ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
კატეგორია:
ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია
განცხადების ბოლო ვადა:
23.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ეფექტური საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
- დეპარტამენტში/განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე სათანადო პასუხების პროექტების მომზადება;
- მედიასაშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან თემატური პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების დაგეგმვა-ორგანიზებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი;
- ჟურნალისტებისათვის ოპერატიული დახმარების გაწევა, უმაღლესი საბჭოდან ინფორმაციისა და კომენტარის მოსაპოვებლად;
- უმაღლესი საბჭოს სესიების, კომისიის სხდომების, სხვა შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ღირსშესანიშნავი თარიღების (ხსოვნის დღეები, დღესასწაულები და სხვა) გათვალისწინებით, ყოველწლიური კალენდრის მომზადებაში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში, დასაგეგმი ღონისძიებების პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
- საინფორმაციო ტელემონიტორინგის წარმოება;
- უმაღლესი საბჭოს ინფორმაციების უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და სხვა სოციალურ ქსელებში განთავსების უზრუნველყოფა, ასევე უმაღლესი საბჭოს ვებპორტალის თემატური წარმართვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა;
- ანალიტიკური პრეს-დაიჯესტების, პრესრელიზების, მიმოხილვების, სტატიების, ბროშურების, ვიდეოპროდუქციის მომზადებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელების ორგანიზება/კოორდინაცია;
- დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
- საქართველოს კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება;
თ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N37
საკონტაქტო ტელეფონები:
577747141, 577999744
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
დამატებითი მოთხოვნები:
- მასმედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების - WORD, EXCEL, POWERPOINT, PHOTOSHOP, ILLUSTRATOR, WORD PRESS, Adobe AFTER EFFECTS ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, ამასთან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილი N69/ნ ბრძანებას. უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში ასევე უნდა აიტვირთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ცნობა მიმდინარე საჯარო სამსახურიდან (დაწესებულების და თანამდებობის მითითებით), ამასთან ცნობა გაცემული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შემდეგ, ხოლო სამუშაო გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემით: თითოეული კანდიდატი შეფასდება 10 (ათი) ბალიანი საშუალო არითმეტიკული ქულით, რომლის გამოსათვლელად კომისიის წევრთა მიერ კანდიდატისათვის დაწერილი ქულები შეჯამდება და გაიყოფა იმ რიცხვზე, რამდენი კომისიის წევრიც აფასებს კონკრეტულ კანდიდატს. გასაუბრების ეტაპზე დადებით შედეგად ჩაითვლება საშუალო არითმეტიკული არანაკლებ 6,0 ქულა. შესაბამისად გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, ვინც საბოლოო ჯამში დააგროვებს მეტ ქულას.
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
