თბილისი ინნ
ადმინისტრაციამასაჟის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 500+ ₾
- ქალაქი
- ავლაბარი, მეტეხის 20
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 15:00 სთ - 22:30 სთ
სრული აღწერა
სასტუმრო "თბილისი ინნის" სპა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ესთეტიკური და თერაპიული მასაჟების ჩატარება ცენტრის სტანდარტების შესაბამისად;
- კლიენტის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მომსახურების შერჩევა;
- კომფორტული და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- პროფესიული ეთიკისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მაღალი ხარისხის სერვისზე მუდმივი ორიენტაცია.
მოთხოვნები:
- შესაბამისი კვალიფიკაცია;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ესთეტიკურ ან სამედიცინო დაწესებულებაში);
- დეტალებზე ორიენტირებულობა და გამორჩეული პროფესიონალიზმი;
- კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 15:00 სთ - 22:30 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + პროცენტი
ადგილმდებარეობა: ავლაბარი, მეტეხის 20
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - sales@tbilisiinn.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
